hamo

The HAMO Guide to Product Care

როგორ მოვუაროთ სამოსს

საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნატურალური ქსოვილები დიდ მოვლას არ საჭიროებს. სინამდვილეში ეს ესე არაა. ქსოვილი რაც უფრო ნატურალურია, ესეიგი არ გააჩნია რაიმე სახის მინარევი ( მაგ:ვისკოზა) მას უფრო მეტი მოვლა სჭირდება. ნატურალური ქსოვილების უპირატესობა მის თვისებებში მდგომარეობს. როდესაც ნატურალური ქსოვილის ნაწარმით ვიმოსებით ვიცით , რომ ამ დროს კანი სუნთქავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც გადაწყვეტთ ნატურალური ქსოვილით შესრულებული ნაწარმის მომხმარებელი გახდეთ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ ქსოვილზე , თუ როგორ მოვუაროთ მას.

ტილო

ტილოს ქსოვილის გარეცხვა შესაძლებელია ხელით ან სარეცხის მანქანაში 30 გრადუსზე, ცივ ან ნელ-თბილ წყალში. ტილო საკმაოდ ჭმუჭვადი ქსოვილია, ამიტომ სასურველია სარეცხის მანქანაში რეცხვისას სამოსი ამოაბრუნოთ, ნუ გარეცხავთ მძიმე ქსოვილებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად ჯინსი. 30გრადუსზე მაღალ ტემპერატურაში გარეცხვა გამოიწვევს მის 10% ით დაპატარავებას და ქსოვილის ბოჭკოების შესუსტებას. არ გამოიყენოთ გაწურვის რეჟიმი. რეცხვისას გამოიყენეთ სარეცხი სითხე და არა ფხვნილი. სასურველია გამოიყენოთ დამატებით დამარბილებელი საშუალება, რომელიც ქსოვილს უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სირბილეს.

ბამბა

ბამბის ქსოვილი დამზადებულია ბუნებრივი მცენარეული ბოჭკოებისგან. ბამბის ქსოვილით შესრულებული სამოსი საკმაოდ კომფორტული და სუნთქვადია. 100% ნატურალური ბამბის სამოსი გაცილებით მეტ მოვლას საჭიროებს რადგან დროთა განმავლობაში რეცხვის მიუხედავად პირვანდელი სახე დიდი ხნის განმავლობაში შევუნარჩუნოთ. რეკომენდირებულია ხელით ან სარეცხის მანქანაში რეცხვა. ნატურალური ქსოვილები ყველა შეღებილია, ამიტომ ქსოვილის ფერი დიდი ხნის განმავლობაში, რომ შევინარჩუნოთ და არ მოხდეს მისი შეკუმშვა (დაპატარავება) , რეცხვა უნდა მოხდეს 30გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, ცივ ან ნელ-თბილ წყალში, სითხით და არა ფხვნილით. მანქანაში რეცხვისას გაწურვის რეჟიმის გამორთვა აუცილებელია. დამატებით დამარბილებელი საშუალების გამოყენება ქსოვილს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სირბილეს.

როგორ გავრეცხოთ ტილოს/ბამბის სამოსი ან ჩანთა რომელიც ხელით არის დაპრინტული?

ჩვენი პროდუქცია ნატურალური ქსოვილებისგან მზადდება. ლიმიტირებული კოლექციები, რომელზეც ხელით, ან თუნდაც სპეც მანქანით იპრინტება განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. პრინტის მასალად არაალერგიულ საღებავს ვიყენებთ, რათა მომხმარებელი მაქსიმალურად იყოს დაცული.

რეკომენდირებულია ხელით ან სარეცხის მანქანაში რეცხვა , ცივ ან ნელ-თბილ წყალში. 20გრადუსზე მაღალ გრადუსში გარეცხვა გამოიწვევა მის შეკუმშვას (დაპატარავებას). პრინტის ხარისხი დიდი ხნის განმავლობაში რომ შევინარჩნოთ, აუცილებელია ყველა წესის დაცვა. გამოიყენეთ სითხე და არა ფხვნილი. მანქანაში რეცხვისას გაწურვის რეჟიმის გამორთვა აუცილებელია. დამატებით დამარბილებელი საშუალების გამოყენება ქსოვილს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სირბილეს.

როგორ გავრეცხოთ ტილოს/ბამბის კიმონო ქურთკი სახლის პირობებში ?

ზამთრის კიმონო ქურთუკები დამზადებულია 100% ნატურალური ტილოთი/ბამბით, ქურთუკი დათბილულია არაალერგიული დალიანდაგებული სინთიპონით( რათა რეცხვის დროს არ მოხდეს სინთიპონის ერთ ადგილას დაგროვება). ქურთუკს სარჩული აქვს 100% ნატურალური ბამბა.

ტილოს/ბამბის კიმონო ქურთუკის გარეცხვა , რომელზეც არ არის გამოყენებული პრინტი სახლის პირობებში საჭიროა გარეცხოთ 30გრადუსზე. სარეცხის მანქანაში რეცხვისას ქურთუკი ამოაბრუნეთ, ნუ გარეცხავთ მძიმე ქსოვილებთან ერთად როგორიცაა მაგალითად ჯინსი, 30გრადუსზე მაღალ ტემპერატურაში გარეცხვა გამოიწვევს მის 10% ით დაპატარავებას და ქსოვილის ბოჭკოების შესუსტებას. არ გამოვიყენოთ გაწურვის რეჟიმი. რეცხვისას გამოიყენეთ სარეცხი სითხე და არა ფხვნილი. სასურველია გამოიყენოთ დამატებით დამარბილებელი საშუალება, რომელიც ქსოვილს უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სირბილეს.

როგორ გავრეცხოთ ტილოს/ბამბის ქურთუკი რომელიც ხელით არის დაპრინტული ?

ზამთრის კიმონო ქურთუკები დამზადებულია 100% ნატურალური ტილოთი/ბამბით, ქურთუკი დათბილულია არაალერგიული დალიანდაგებული სინთიპონით( რათა რეცხვის დროს არ მოხდეს სინთოპონის ერთ ადგილას დაგროვება). ქურთუკს სარჩული აქვს 100% ნატურალური ბამბა. ქურთუკი არის ხელით დაპრინტული ტექსტილით შესრულებული. ტექსტილი დამზადებულია ჩვენი კომპანიის მიერ. პრინტზე გამოყენებულია არაალერგიული საღებავი.

ტილოს/ბამბის ქურთუკებს რომელიც ხელით არის დაპრინტული ვურჩევთ ქიმწმენდას, რადგან მათ ზუსტად იციან როგორ მოუარონ ამა თუ იმ ქსოვილებს. თუ ხელით დაპრინტული ქურთუკის გარეცხვას სახლის პირობებში გადაწყვიტავთ, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ რეკომენდაციები. რეკომენდირებულია ხელით ან სარეცხის მანქანაში რეცხვა , ცივ ან ნელ-თბილ წყალში. სარეცხის მანქანაში რეცხვისას ქურთუკი ამოაბრუნეთ, ნუ გარეცხავთ მძიმე ქსოვილებთან ერთად როგორიცაა მაგალითად ჯინსი. 20გრადუსზე მაღალ გრადუსში გარეცხვა გამოიწვევს მის შეკუმშვას (დაპატარავებას). პრინტის ხარისხი დიდი ხნის განმავლიბაში, რომ შევინარჩნოთ აუცილებელია ყველა წესის დაცვა. გამოიყენეთ სითხე და არა ფხვნილი. მანქანაში რეცხვისას გაწურვის რეჟიმის გამორთვა აუცილებელია. დამატებით დამარბილებელი საშუალების გამოყენება ქსოვილს დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებს სირბილეს.

როგორ გავრეცხოთ ტილოს კიმონო პიჯაკი?

ტილოთი შესრულებული სამოსის უპირატესობა მის თვისებებშია. კანი სუნთქავს და ბუნებრივად გინარჩუნებთ სიგრილეს მაშინაც კი როცა ტემპერატურა იზრდება. მიუხედავად მისი ჰაეროვნებისა ის საკმაოდ გამძლეა რადგან დამზადებულია ძლიერი სელის ბოჭკოებისგან, თავისუფლად შეგიძლიათ დაუთავება თუმცა ყურადსაღებია მისი მოვლის ეთიკა.

ტილოს პიჯაკისთვის მშრალი წმენდაა რეკომენდირებული. ეს დაეხმარება ქსოვილს შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურა. შეარჩიეთ სწორი ქიმწმენდა, რომელიც სწორად მოუვლის თქვენს მიერ დროებით გადაცემულ სამოსს. 

ქსოვილის ერთადერთი მინუსი ჭმუჭვადობაა, ამიტომ არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ უთო. ნუ დაადებთ უთოს პირდაპირ ქსოვილს, გამოიყენეთ მიტკალის ქსოვილი, დააფინეთ პიჯაკზე და ისე იხმარეთ უთო. შეიახეთ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში.

 

როგორ გავრეცხოთ და მოვუაროთ აბრეშუმის ტანსაცმელს?

თუ ხშირად მიდიხართ ქიმწმენდებში, რათა გაასუფთაონ თქვენი დელიკატური ტანსაცმელი პროფესიონალებმა, არსებობს ერთი ქსოვილი, რომლსაც შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად მოუაროთ.ეს არის აბრეშუმი. მიუხედავად იმისა, რომ გლუვი და  თხელია.

როგორ გავრეცხოთ აბრეშუმი სახლში?

ლაქების მოსაშორებლად :

აბრეშუმისთვის  ლაქების მოსაშორებლად არ არის საჭირო კონკრეტული ლაქების სითხის შეძენა. სახლის პირობებშ შეგიძლიათ  გააკეთოთ ხელნაკეთი ხსნარი, შეურიეთ 2 ჭიქა თბილ წყალს 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი ან თეთრი ძმარი. „ეს რეცეპტი განსაკუთრებით კარგია დეზოდორანტისა და ოფლის ლაქებისთვის“.

ფერის მდგრადობისთვის შეავსეთ სუფთა სპრეის ბოთლი თქვენი ნარევით და დაასხურეთ ლაქაზე. გამოიყენეთ ღრუბელი  და ნაზად დაამუშავეთ , რადგან გახეხვამ შეიძლება დააზიანოს ქსოვილის ბოჭკოები.

 

ხელით რეცხვა

მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აბრეშუმის ნაჭრები ნაზ რეცხვის ციკლში სარეცხის მანქანაში გარეცხოთ, უმჯობესია რომ  რბილი ქსოვილები გაირეცხოთ ხელით. შეავსეთ ნიჟარა  გრილი ან ცივი წყლით, რათა შეინარჩუნოთ ფერი, შემდეგ დაამატეთ ნაზი სარეცხი საშუალება, რომელიც არ შეიცავს უხეშ ინგრედიენტებს. გირჩევთ გამოიყენოთ რბილი შამპუნი, ან ნაზი სარეცხი საშუალება.

ჩადეთ ტანსაცმელი წყალში, აურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. „აბრეშუმი სწრაფად ათავისუფლებს ჭუჭყს, ამიტომ პროცესს დიდი დრო არ სჭირდება“. შემდეგ გადაწურეთ საპნის ნარევი და გაავლეთ გრილი, გამდინარე წყლით.

 

როგორ გავაშროთ აბრეშუმი ?

არასოდეს გაწუროთ თქვენი აბრეშუმის სამოსი და არ გააშროთ ისინი საშრობში,. ზედმეტი წყლის მოსაშორებლად, სველი ტანსაცმელი დადეთ თეთრ ბამბის პირსახოცზე. გადაკეცეთ პირსახოცი და ნაზად გადაკეცეთ. შემდეგ, ჩამოკიდეთ სამოსი აბაზანაში ისე, რომ წვეთოვანი იყოს.